Cven gvwams . . .
wminda werili:
mama RmerTi:
ieso qriste:
suliwmida:
xsna:
samyaros
Seqmna:
Eeklesia:
Esaeklesio
saiduloebebi:
bolo Jami:
satana:
gancalkeveba:
gandideba da musika
ჩვენ გვწამს რომ ბიბლია არის ადამიანებისთვის გაცხადებული, ღმერთის სიტყვა, რომელიც ვერბალურად და სრულად შთაგონებულია ღმერთის მიერ და რომ ორიგინალ ხელნაწერებში არ არის
არავითარი შეცდომა. წმინდა წერილი არის ჩვენი უზენაესი და საბოლოო ავტორიტეტი, რწმენასა და ყველა პრაქტიკულ საკითხში.
2 ტიმ. 3:16-17; 1 პეტრე 1:25; 2 პეტ. 1:19-21
ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი, სრულყოფილი, წმინდა, მარად არსებული, სამპიროვანი - მამა, ძე, და სულიწმიდა. სამივე პიროვნებას გააჩნია ერთნაირი თვისებები, ბუნება, და სიწმინდე და ამიტომ იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას, მოკრძალებას, და მორჩილებას.
დაბ. 1:1; მათ. 28:19; იოან. 10:30; საქმ. 5:3-4; ეს. 6:3; გამოც. 4:8
ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე არის მარადიული და ღმერთის მხოლოდშობილი ძე, რომელიც მოევლინა ქვეყნიერებას ადამიანის სახით, სულიწმინდის მიერ, და იშვა ქალწულ მარიამისგან. ჩვენ გვწამს რომ ის იყო ცოდვის გარეშე, მასში არ იყო ცოდვა და ერთდროულად იყო ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი.
ეს. 7:14; მათე 1:18-25; იოანე 1:1,18; კოლ. 2:9; 1 ტიმ. 2:5; ებრ. 7:26;
1 იოანე 5:20
ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც თავის თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები, და დაიტანჯა ღვთის რისხვისგან, რომელიც დაიმსახურეს ადამიანებმა, ცოდვების გამო. ქრისტემ ერთხელ გაიღო მსხვერპლი ყველასთვის, ის იყო მართალი და ეწამა უსამართლოთათვის, რომ ყოფილიყო მხსნელი ყველა ადამიანისა, ვინც ირწმუნებს.
იოანე 1:12; რომ. 5:8-9; 1 კორ. 15:1-4; 2 კორ. 5:21; ებრ. 9:12; 10:10;
1 პეტ. 1:18-19; 2:24.
ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე ხორციელად აღდგა მკვდრეთით, ხორციელად და ხილულად ამაღლდა ზეცაში, და ხორციელად იქ იმყოფება დღეს, როგორც ჩვენი მღვდელმთავარი, დამცველი, შუამდგომელი. მისი მკვდრეთით აღდგომა ადასტურებს რომ ღმერთმა მიიღო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი და უზრუნველყოფს ყველა მორწმუნის დარწმუნებულობას იმაში რომ, მომავალში აღდგებიან მკვდრეთით.
საქმ. 1:9-11; 1 კორ. 15:1-4, 20-25; ებრ. 7:25
ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე დაბრუნდება პირადად, ხორციელად, გარდაუვალად, დიდი გასაჭირის წინ. ის მოვა ღრუბლებზე, რომ აიტაცოს ახალი აღთქმის პერიოდის ყველა მორწმუნე - როგორც ცოცხლები, ასევე მკვდრები.
საქმ. 1:10-11; 1 თეს. 4:13-18; 5:9; იოანე 14:1-3
ჩვენ გვწამს სულიწმიდა - ის არის სამების ერთ-ერთი პიროვნება - რომელიც ზღუდავს ცოდვას მსოფლიოში; ამხელს კაცობრიობას ცოდვის, სიმართლისა და მომავალი განსასჯელის გამო; რომელიც ასევე განაახლებს, განწმენდს, ანუგეშებს, და აძლიერებს მორწმუნეებს ქრისტიანული მსახურებისთვის. სულიწმინდა მუდმივად იკავებს ადგილს მორწმუნის გულში, გადარჩენის მომენტში და რომ სულით ნათლობა ხდება გადარჩენისთანავე, და არა გადარჩენის შემდგომ.
იოანე 3:5-8; 14:16-18, 26; 16:7-14; ეფ. 4:30; I კორ. 6:19-20; I თეს. 2:7
ჩვენ გვწამს რომ სულიწმინდა ყოველ მორწმუნეს აძლევს ნიჭებს, მაგრამ ის სასწაულებრივი ნიჭები, რასაც ადგილი ჰქონდა ახალი აღთქმის პერიოდში, დღეს აღარ მოქმედებს. ეს ნიჭები არსებობდა ეკლესიის საწყის პერიოდში, იმ მიზნით რომ დადასტურებულიყო სახარების ჭეშმარიტება და რომ ის, რასაც მოციქულები ქადაგებდნენ იყო ღვთისგან მონიჭებული და მიღებული. როდესაც ამ ნიჭების მიზანი და საჭიროება შეწყდა, ისინი ვინც აცხადებენ რომ სწამთ და პრაქტიკულად ახორციელებენ ამ ნიჭებს დღეს, ცდებიან. ჩვენ გვწამს რომ ებებით ლოცვა, არასდროს ყოფილა აუცილებელი ნიშანი სულით აღვსებისა ან სულიწმინდით ნათლობისა.
1 კორინთ. 14:33, 40; 13:8-1
ჩვენ გვწამს რომ ადამიანი შეიქმნა ღმერთის ხატად, რომ ადამიანმა შესცოდა და ამით საკუთარ თავს მოუტანა ფიზიკური და სულიერი სიკვდილი, რაც გულისხმობს ღმერთისგან განცალკევებას. ჩვენ გვწამს რომ ცოდვადაცემის გამო, ყოველი ადამიანი ცოდვილია თავისი ბუნებით, ისევე როგორც საკუთარი ცოდვილი არჩევანის შედეგად, ამიტომ იმყოფება ღმერთის მსჯავრის ქვეშ და მისი მარადიული ხვედრია ჯოჯოხეთი, იმ შემთხვევაში თუ არ ირწმუნებს ქრისტეს და მის გამომსყიდველ მსხვერპლს.
დაბ. 1:26-27; 2:17; რომ. 5:12-21; ფს. 57:4; 1 კორ. 2:14; რომ. 1:20; გამოც. 20:14-15
ჩვენ გვწამს რომ ადამიანის ცოდვის გამო, ადამიანის არც ერთ საქმეს არ შეუძლია მისი დახმარება ან გადარჩენის მოპოვება. ერთადერთი საშუალება ცოდვისგან დასახსნელად, მდგომარეობს ქრისტეს სიცოცხლესა და მის მიერ გაღებულ მსხვერპლში. იესომ ნებაყოფლობით იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და სასჯელი, ჩვენს მაგივრად დაღვარა სისხლი, ერთხელ და სამუდამოდ, ყველასთვის შეეწირა მსხვერპლად.
ჩვენ გვწამს რომ ღმერთი სთავაზობს გადარჩენას როგორც საჩუქარს, ყველას ვინც პირადად ირწმუნებს იესო ქრისტეს და მის მსხვერპლს. გადაჩენის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მადლით, მხოლოდ რწმენის მეშვეობით და ადამიანის დამსახურების გარეშე. ის ვინც მიიღებს გადარჩენას როგორც ღმერთის საჩუქარს, რწმენის მეშვეობით, არის სულიწმინდისგან მეორედ შობილი, ხდება ღმერთის შვილი, და არის მარადიულად დახსნილი.
იოანე 1:12; 3:3-6; გალატელთა 3:24-26; 1 იოანე 5:13
ჩვენ გვწამს რომ ყველა ვინც გულწრფელად მოდის ღმერთთან, ინანიებს და ირწმუნებს ქრისტეს, უსაფრთხოდ დაცულია ქრისტეში ღმერთის ძალით, სამუდამოდ.
იოანე 10:27-30; რომ. 8:31-39; I იოანე 5:13
ჩვენ გვწამს რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ექვს (პირდაპირი გაგებით), თანმიმდევრულ, 24-საათიან დღეში და დაისვენა მე-7 დღეს. ნებისმიერი ალტერნატიული განმარტება, მათ შორის ევოლუცია,თეისტური ევოლუცია, პროგრესული კრეაციონიზმი, შუალედის თეორია დ.ა.შ. მცდარია.
დაბადება1:1-2:3
ჩვენ გვწამს რომ ეკლესია არის ცოცხალი, სულიერი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე და შედგება ამ ეპოქის განახლებული მორწმუნეებისგან. ეკლესია უნიკალურია მადლის საუკუნეში და განსხვავდება ისრაელის ერისგან. ჩვენ გვწამს რომ ადგილობრივი ეკლესია არის მორწმუნეთა ერთობა, რომელიც აღიარებს და იცნობს ქრისტეს, ახდენს მასთან გაიგივებას მორწმუნის ნათლობის მეშვეობით და რეგულარულად იკრიბება თაყვანისცემისთვის, მსახურებისთვის, ურთიერთობისთვის, და მახარებლობისთვის მთელს მსოფლიოში. ახალი აღთქმის ეკლესია არის ავტონომიური, ღმერთის პროგრამის ცენტრი ამ საუკუნეში, და ამიტომ აუცილებელია ქრისტიანულ ზრდაში მონაწილეობისთვის.
საქმ. 1:8; 2:41-47; მათე 28:19-20; 18:17; 1 კორ. 5:1-5; 12:12-27; 1 ტიმ. 3:1-16.
ჩვენ გვწამს რომ ეკლესიაში არის ორი წოდება: პასტორი (ხუცესი და ეპისკოპოსი, არის ერთი და იგივე წოდების, განსხვავებული სახელწოდებები) და დიაკვანი. ჩვენ გვწამს რომ ეს წოდებები უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ პიროვნებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიბლიურ კრიტერიუმებს, ხასიათისა და ლიდერობის თვალსაზრისით:
1 ტიმ. 2:12; 3:1-13, საქმ. 6:1-7; 15; 20:17, 28.
ჩვენ გვწამს რომ არსებობს ორი საიდუმლოება, რომელიც ეკლესიამ უნდა დაიცვას და განახორციელოს პრაქტიკაში: ნათლობა და ზიარება. ჩვენ ვღიარებთ რომ რომ არც ერთი საიდუმლოება არ ანიჭებს განსაკუთრებულ მადლს ან წყალობას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ მორჩილების გამოხატულებას იესო ქრისტეს მცნებების მიმართ, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ვახდენთ საკუთარი თავის გაიგივებას მასთან და ვიხსენებთ მის მსხვერპლს, რომელიც იესომ გაიღო ჩვენთვის.
ჩვენ გვწამს რომ ნათლობა (წყალში ჩაძირვით) არის ნიშანი იმისა რომ, საკუთარ თავს ვაიგივებთ ქრისტესთან და განასახიერებს იმას რომ ვუერთდებით ქრისტეს, მის სიკვდილში, დამარხვაში, და მკვდრეთით აღდგომაში. ნათლობა განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე მოინანია ცოდვები და თავის რწმენას ამყარებს იესო ქრისტეზე.
მათე 3:16; საქმ. 2:38; 8:35-39; რომ. 6:3-7
ჩვენ გვწამს რომ ზიარება არის სიმბოლური გახსენება - ქრისტეს სიკვდილისა, მასთან ჩვენი აწმყო ურთიერთობისა, და ქრისტესთან საუკუნო სიცოცხლისა. მხოლოდ მათ, რომლებმაც მიიღეს გადარჩენა რწმენის მეშვეობით, აღიარეს ქრისტეს სისხლით გამოსყიდვა, ემორჩილებიან მას და ურთიერთობა აქვთ ღმერთთან, შეუძლიათ მიიღონ ზიარება. მას არ გააჩნია საიდუმლო ან გადამრჩენელი ძალა.
1 კორ. 11:23-32; მათე 28:19-20
ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე დაბრუნდება პირადად, ხორციელად, გარდაუვალად, დიდი გასაჭირის წინ. ის მოვა ღრუბლებზე, რომ აიტაცოს ახალი აღთქმის ეპოქის ყველა მორწმუნე - როგორც ცოცხლები, ასევე მკვდრები. ეკლესიის ატაცების შემდეგ დაიწყება
7 წლიანი „დიდი გასაჭირის“ პერიოდი დედამიწაზე, რის შემდეგაც ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე, ეკლესიასთან ერთად, რომ დაამყაროს ნამდვილი, 1000-წლიანი სამეფო დედამიწაზე, ამით აღსრულდება აღთქმა ისრაელის მიმართ. ამ მეფობის შემდეგ, სატანა გათავისუფლებული იქნება, უხელმძღვანელებს მსოფლიო აჯანყებას ქრისტეს წინააღმდეგ, დამარცხდება, და სამუდამოდ ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაში.
საქმ. 1:10-11; 1 თესალ. 4:13-18; 5:9; მათე 24:44; იოანე 14:1-3; გამოცხ. 20:4-6.
ჩვენ გვწამს რომ არსებობს რეალური სამოთხე და ჯოჯოხეთი.ჩვენ გვწამს რომ ურწმუნო მკვდრები, ერთ დღეს აღდგებიან მკვდრეთით და განიკითხებიან „დიდი თეთრი ტახტის“ სამსჯავროზე, მათი საქმეების მიხედვით, რის შემდეგაც ისინი ჩაგდებულნი იქნებიან ცეცხლის ტბაში, სადაც მარადიულად დაიტანჯებიან. ეს სასჯელი რეალურია, ფიზიკური, მარადიული, და საბოლოო.
მარკ. 9:43-48; I თეს. 4:16-18; იუდა 13; გამოცხადება. 20:11-15; 21:8
ჩვენ გვწამს რომ სატანა არის რეალური პიროვნება, ის არის ქმნილება რომელიც განდევნილ იქნა ზეციდან და ის არის ცოდვის პირველწყარო. ამჟამად ის აქტიურია ამ წუთისოფელში, ატყუებს ადამიანებს, აბრმავებს დაღუპულებს, და წინააღმდეგობას უწევს ღმერთის საქმეს და მის ეკლესიას.ქრისტეს მეორედ მოსცლისას, სატანა დატყვევებული იქნება 1000 წლით, რის შემდეგაც გათავისუფლდება მოკლე დროით. საბოლოოდ ის ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაში და მიიღებს მარადიულ სასჯელს.
დაბ. 3:1-7; 2 კორ. 4:3-4; ეფეს. 2:1-4; გამოცხადება 20:1-10
ჩვენ გვწამს რომ ყველა მორწმუნე უნდა გამოეყოს ამ წუთისოფელს, თავი მიუძღვნას ღმერთს და მის ჭეშმარიტებას, მათი ცხოვრება უნდა ასახავდეს ჩვენი უფლისა და მხსნელის ხასიათს, რაც ამკობს (შეეფერება) ქრისტეს სახარებას, და განაცალკევებს მას უღვთო საქმეებისგან, შეცდომებისგან, ან კავშირებისგან. აქედან გამომდინარე, ეკლესია უნდა გამოეყოს მათ ვინც უარყოფს, ამახინჯებს, მიდის კომპრომისზე, რწმენის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ისინი ვინც მეგობრობს ურწმუნოებასთან და/ან ეთანხმება ინკლუზიურ მიდგომას. ქრისტიანი უნდა გამოეყოს უღვთო/ამქვეყნიურ საქმიანობას რომელიც შეურაცხყოფს მხსნელს და ასევე გამოეყოს იმ მორწმუნეებს, რომლებიც ცხოვრობენ მოუნანიებელი, ცოდვილი ცხოვრებით.
1 იოანე 2:14-15; მათე 18; ა.შ.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეოლოგიური კომპრომისის ყოველგვარ ფორმას: განდგომილებას, ლიბერალიზმს, მოდერნიზმს, აგრეთვე საერთო საევანგელიზაციო თანამშრომლობას ეკლესიებსა და ინდივიდებს შორის, რომლებსაც აქვთ განსხვავებული რწმენა და ამიტომ ვირჩევთ არ მივიღოთ მონაწილეობა და არ ვითანამშრომლოთ ეკუმენურ ასოციაციებთან, საევანგელიზაციო ღონისძიებებში, ან საერთო მსახურებებში, რომლებიც ხორციელდება ჯანსაღ სწავლებასთან კომპრომისის ხარჯზე.
2 კორ. 6:14-18; ეფეს. 5:11-12; ლუკა 12:51
ჩვენ გვწამს რომ თაყვანისცემა უნდა განადიდებდეს ღმერთს, აღსავსე წმინდა წერილით, გულმოდგინე სულით, წმინდა თავისი შინაარსით, ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) აღსაშენებლად და მხოლოდ ქრისტიანული.
კოლ. 3:16
როგორც მუსიკა, ასევე ტექსტი გადმოსცემს გარკვეულ გზავნილს და ამიტომ ორივე უნდა ხელმძღვანელობდეს ბიბლიური პრინციპებით და ასახავდეს ღმერთს, მის წმინდა ბუნებას და მის სიტყვას. განდიდება არ არის საშუალება იმისა რომ მოვიზიდოთ დაკარგული ადამიანები ეკლესიაში, არამედ საშუალება, რომლითაც მორწმუნეები განადიდებენ ღმერთს ეკლესიაში. ამიტომ, ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ განდიდება, რომლის ცენტრი არის ადამიანი, კონცენტრირებულია გართობაზე, ეფუძნება პრაგმატულობას, ან იმართება პოპ-კულტურის მიერ.