რას გვეუბნება ბიბლია ქალების ღვთის მსახურებაში მონაწილეობაზე?
დღეს ალბათ ყველაზე მწვავე დავას ეკლესიაში ქალების პასტორებად და მქადაგებლებად მსახურება იწვევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ განვიხილოთ როგორც ქალი მამაკაცის წინააღმდეგ. არსებობენ ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალებმა რა უნდა იმსახურონ პასტორებად და რომ ბიბლია აწესებს გარკვეულ აკრძალვებს ქალების ღვთის მსახურებაში მინაწილეობასთან დაკავშირებით; ასევე არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალებს შეუძლიათ მქადაგებლებად მსახურება და, რომ არ არსებობს რაიმე სახის აკრძალვა ქალების ღვთის მსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არ არის შოვინიზმის ან დისკრიმინაციის საკითხი. ეს ბიბლიური განმარტებაა.
უფალი აცხადებს: “დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში ყოველგვარი მორჩილებით. დედაკაცს არ ვაძლევ სწავლის ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ” (1 ტიმოთე 2:11–12). თაძარში უფალი ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა როლებს უდგენს. ეს არის კაცობრიობის შექმნის შედეგი და გზა, საიდანაც ცოდვა წარმოიშვა დედამიწაზე (1 ტიმოთე 2:13–14). პავლე მოციქულის ენით ღმერთი ქალებს უკრძალავს სწავლებას და/ან მამაკაცზე სულიერ ბატონობას. იგივე პრინციპი უკრძალავს ქალებს პასტორებად მსახურებას, რაც გულისხმობს ქადაგებას, სწავლებას და სულიერ ბატონობას მამაკაცებზე.
მრავალი “წინააღმდეგობა” არსებობს ქალის ღვთის მსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ერთერთი ყველაზე გავრცელებულია პავლეს სახარება, რომელიც კრძალავს ქალის მიერ სწავლებას, ვინაიდან პირველ საუკუნეში ქალები, ჩვეულებრივ, გაუნათლებლები იყვნენ. თუმცა, 1 ტიმოთე 2:11–14–ში არსადაა ნახსენები საგანმანათლებლო სტატუსი. განათლება რომ კვალიფიკაცია ყოფილიყო ღვთის მსახურებისათვის, იესოს მოსწავლეთა უმრავლესობა არაკვალიფიციური იქნებოდა. მეორე გავრცელებული აკრძალვაა პავლეს მიერ ეფესელი ქალების მიერ სწავლება (1 ტიმოთე მიწერილ იქნა ტიმოთესთან, რომელიც იყო ეკლესიის პასტორი ეფესში). ქალაქი ეფესი ცნობილი იყო არტემიდა ბერძენი/რომაელი ქალღმერთის ტაძრით. არტემიდას თაყვანისცემაში ქალებს ჰქონდათ მეტი უფლებამოსილება. თუმცა 1 ტიმოთეს წიგნში არსადაა ნახსენები არტემიდა, არც პავლე მოციქული ახსენებს არტემიდას გაღმერთებას აკრძალვის მიზეზად 1 ტიმოთე 2:11–12–ში.
მესამე აკრძალვა პავლესაგან მხოლოდ ცოლებსა და ქმრებს ეხება და არა ზოგადად ქალებსა და მამაკაცებს. მონაკვეთში ბერძნული სიტყვები ქმრებსა და ცოლებს ეხება; თუმცა, მათი ძირითადი მნიშვნელობა მაინც ქალებსა და მამაკაცებს გულისხმობს. უფრო მეტიც, იგივე ბერძნული სიტყვები გამოყენებულია 8–10 სტროფებში. მხოლოდ ქმრებს შეუძლიათ ხელების აღმართვა სალოცავად გაბრაზებისა და დავის გარეშე (სტროფი 8)? მხოლოდ ცოლებს შეუძლიათ მოკრძალებულად ჩაცმა, კარგი საქმეების კეთება და ღვთის თაყვანისცემა (სტროფი 9–10)? რა თქმა უნდა, არა. 8–10 სტროფები გარკვევით გულისხმობს ყველა ქალსა და მამაკაცს და არა მხოლოდ ქმრებსა და ცოლებს. ამ კონტექსტში არაფერია ისეთი, სადაც იქნება გადასვლა ქმრებსა და ცოლებზე 11–14 სტროფებში.
კიდევ ერთი ხშირი წინააღმდეგობა ქალის ღვთის მსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეხება იმ ქალებს, რომლებსაც ბიბლიაში წამყვანი ადგილები უჭირავთ, კონკრეტულად მარიამი, დებორა და ჰულდა ძველი აღთქმიდან. ეს აკრძალვა არ ეხება მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს. პირველი, დებორა ერთადერთი ქალი მსაჯული იყო 13 მამაკაც მსაჯულს შორის. ჰულდა ერთადერთი ქალი წინასწარმეტყველი იყო ბიბლიაში ნახსენებ მრავალ წინასწარმეტყველს შორის. მარიამი კი მოსესა და აარონის და იყო. მეფეების დროს ორი ყველაზე ცნობილი ქალი ათალია და ჯეზებე იყო – რაც არცისე კარგი მაგალითია ღვთიური ქალების ლიდერობისა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ქალების უფლებამოსილებისა ძველ აღთქმაში არ შეესაბამება ამ საკითხს. ტიმოთეს 1 წიგნი და სხვა პასტორალური ეპისტოლეები წარმოგვიდგენენ ახალ პარადიგმას ეკლესიასთან მიმართებაში – ქრისტეს სხეული – და ეს პარადიგმა გულისხმობს უფლებამოსილ სტრუქტურას ეკლესიისთვის და არა მხოლოდ ისრაელისთვის ან ძველი აღთქმის რომელიმე სხვა ობიექტისთვის.
მსგავსი არგუმენტები არსებობს ახალ აღთქმაში პრისკილასა და ფებეს გამოყენებით. საქმეებში 18, პრისცილა და აკვილა წარმოდგენილი არიან ქრისტეს მორწმუნე ღვთისმსახურებად. პირველად პრისკილას სახელი იხსენიება, რაც ალბათ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის უფრო “ცნობილი” იყო მსახურებაში, ვიდრე მისი ქმარი. თუმცა, არსადაა ნახსენები პრისკილას მსახურებაში მონაწილეობა, რაც ეწინააღმდეგება 1 ტიმოთე 2:11–14–ს. პრისკილამ და აკვილამ აპოლონი სახლში მიიყვანეს და მისი მასწავლებლები გახდნენ, უხსნიდნენ რა ქრისტეს სიტყვას უფრო დაწვრილებით (საქმეები 18:26).
რომაელთა 16:1–ში, მაშინაც კი თუ ფებე მიიჩნევა “მსახურის” ნაცვლად “დიაკონად”, არ ნიშნავს, რომ ფებე მასწავლებელი იყო ეკლესიაში. “სწავლების შესაძლებლობა” ეძლევათ როგორც კვალიფიკაცია უფროსებს, მაგრამ არა დიაკვნებს (1 ტიმოთე 3:1–13; ტიტე 1:6–9). უფროსები/ეპისკოპოსები/დიაკვნები წარმოდგენილი არიან როგორც “ერთი ცოლის ქმარი”, “კაცი, რომლის შვილებსაც სჯერათ” და “პატივსაცემი კაცი”. ცხადია ყოველივე ეს ეხება მამაკაცებს. ამასთანავე, 1 ტიმოთე 3:1–13 და ტიტე 1:6–9–ში მამრობითი ნაცვალსახელები გამოყენებულია მხოლოდ უფროსების/ეპისკოპოსებისა და დიაკვნების აღსანიშნავად.
1 ტიმოთეს 2:11-14 სტრუქტურა „მიზეზს“ სრულიად ნათელს ხდის. სტროფი 13 იწყება „რისთვის“ და ასაბუთებს პავლეს მოციქულის განცხადებას სტროფებში 11-12. რატომ არ უნდა ასწავლიდნენ ქალები ან ბატონობდნენ მამაკაცებზე? რადგან „პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. და ადამი კი არ შეცდა; არამედ ქალი შეცდა.“ ღმერთმა პირველად ადამი შექმნა და მერე შექმნა ევა, რომ იგი ყოფილიყო ადამის „დამხმარე“. შექმნის ამ თანმიმდევრობას უნივერსალური გამოყენება აქვს ოჯახსა (ეფესელთა 5:22-33) და ეკლესიაში. ის ფაქტი, რომ ევა შეცდა ასევე არის მიზეზი იმისა, რომ ქალები არ არიან მღვდელმსახურები ან არ აქვთ სულიერი ძალაუფლება მამაკაცებზე. ზოგს ეს აფიქრებინებს, რომ ქალები არ უნდა ასწავლიდნენ, რადგან ისინი უფრო ადვილად ტყუვდებიან. ეს ცნება საკამათოა, მაგრამ თუ ქალები უფრო ადვილად ტყუვდებიან, რატომ უნდა ჰქონდეთ მათ ნება ასწავლონ ბავშვებს (რომლებიც ადვილად ტყუვდებიან) და სხვა ქალებს (რომლებიც სავარაუდოდ უფრო ადვილად ტყუვდებიან)? ეს არ არის ის, რასაც ტექსტი გულისხმობს. ქალები არ უნდა ასწავლიდნენ მამაკაცებს ან ჰქონდეთ სულიერი ძალაუფლება მამაკაცებზე, რადგან ევა შეცდა. შედეგად, ღმერთმა მისცა მამაკაცებს თავდაპირველი სწავლების ძალაუფლება ეკელსიაში.
ქალები გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობის, გულმოწყალების, სწავლებისა და დახმარების ნიჭით. ადგილობრივი ეკლესიის სამღვდელობის უმეტესობა დამოკიდებულია ქალებზე. ეკლესიაში ქალები არ არიან შეზღუდულნი, რომ საჯაროდ ილოცონ ან იწინასწარმეტყველონ (1 კორინთელთა 11:5), არამედ შეზღუდულნი არიან მხოლოდ მამაკაცების სულიერი სწავლებისაგან. ბიბლია არსად ზღუდავს ქალებს სულიწმიდას ნიჭის გამოყენებისაგან (1 კორინთელთა 12). ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, მოწოდებულნი არიან, რომ სხვებს ასწავლონ, სულიწმიდის ნაყოფის დემონსტრირება მოახდინონ, (გალატელთა 5:22-23), და დაკარგულებს სახარება ასწავლონ (მათე 28:18-20; საქმეები 1:8; 1 პეტრე 3:15).
ღმერთმა კურთხევა მისცა, რომ მხოლოდ მამაკაცებმა იმსახურონ სასულიერო სწავლების უფლებამოსილების პოზიციებზე ეკელსიაში. ეს არ არის იმის გამო, რომ მამაკაცები უთუოდ უკეთესი მასწავლებლები არიან, ან რადგან ქალები ქვემდგომები ან ნაკლებად ჭკვიანები (რაც ასე არ არის). უბრალოდ ღმერთმა ასე შექმნა ეკლესია. მამაკაცებმა სულიერი ლიდერობის მაგალითი უნდა მისცენ - ცხოვრებაში და თავიანთი სიტყვებით. ქალებმა ნაკლებად ავტორიტეტული როლი უნდა იკისრონ. ქალებს მოუწოდებენ ასწავლონ სხვა ქალებს (ტიტე 2:3-5). ბიბლია ასევე არ ზღუდავს ქალებს ასწავლონ ბავშვებს. ერთადერთი საქმიანობა, რომელიც ქალებს შეზღუდული აქვთ ეს არის ასწავლონ მამაკაცებს ან ჰქონდეთ სულიერი ძალაუფლება მათზე. ლოგიკურად ეს ხელს შეუშლის ქალებს იმსახურონ მღვდლებად/მქადაგებლებად. ეს ქალებს, რაიმე სახით, ნაკლებად მნიშვნელოვნებს არ ხდის, არამედ ღმერთის გეგმასთან უკეთ შეთანხმებით და მის მიერ მათი დაჯილდოებით, ისინი სამღვდელოების ყურადღების ცენტრში ექცევიან.
[*ეს სტატია გადათარგმნილია https://www.gotquestions.org/women-pastors.html -იდან]
Comments